ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამას ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
ადგილზე რჩება მეხანძრე-მაშველების ორი ეკიპაჟი. ცეცხლი აბუხალოს მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა.
ალპურ ზონაში ბალახი და ტყის ქვედა საფარი იწვოდა. ხანძრის ლოკალიზებაბაში ოთხი სახანძრო ჯგუფი იყო ჩართული.