ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამას ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია

01:24, 25.03.2020

ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამას ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

ადგილზე რჩება მეხანძრე-მაშველების ორი ეკიპაჟი. ცეცხლი აბუხალოს მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა.

ალპურ ზონაში ბალახი და ტყის ქვედა საფარი იწვოდა. ხანძრის ლოკალიზებაბაში ოთხი სახანძრო ჯგუფი იყო ჩართული.

მსგავსი