ქალაქ პრიპიატში საშობაო ნაძვის ხე ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ პირველად დადგეს
ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ პირველად, პრიპიატში საშობაო ნაძვის ხე დადგეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. მედიის ცნობით, „მოჩვენებების ქალაქად“ ქცეულ პრიპიატს დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქის ყოფილი მცხოვრებლები ესტუმრნენ და საშობაო ნაძვის ხე საოჯახო ფოტოებით მორთეს. მიტოვებული ქალაქის ბინადრების გადაადგილება ერთ-ერთმა ადგილობრივმა ტურისტულმა კომპანიამ უზრუნველყო.
როგორ თავად ყოფილმა მცხოვრებლებმა განაცხადეს, კატასტროფის შემდეგ ქალაქს პირველად ესტუმრნენ და საშობაო ნაძვის ხესთან სიმბოლურად საათის ფიგურები მიიტანეს. მათი განმარტებით, მართალია პრიპიატი ახლა მოჩვენებების ქალაქად არის ქცეული, თუმცა დრო არ გაჩერებულა.
ჩერნობილის ატომურ სადგურთან სამ კილომეტრში მდებარე ქალაქ პრიპიატში 47 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის აფეთქების შემდეგ, რადიაციის გამო ის „მოჩვენებების ქალაქად“ იქცა. დღეს მიტოვებული დასახლება ტურისტებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.