ქაბულში, სასტუმროზე თავდასხმისას ავღანეთის ოთხი და უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დაიღუპა
ქაბულში, სასტუმრო „ინტერკონტინენტალში“ მოწყობილი თავდასხმის დროს 14 უცხოელი და ავღანეთის ოთხი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გარდაცვლილთა შორის ექვსი უკრაინელია. დაღუპულთა შორის არიან გერმანიის, საბერძნეთისა და ყაზახეთის მოქალქეებიც.
სამი შეირაღებული პირი ქაბულში მდებარე ფეშენებელურ სასტუმროში გუშინ საღამოს შეიჭრა. მათ სტუმრებს ცეცხლი გაუხსნეს და მძევლები აიყვანეს. ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა დამნაშავეების ლიკვიდაცია 12-საათიანი ოპერაციის შემდეგ შეძლეს.
მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრობა „თალიბანმა“ აიღო.