ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ოფისზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ოფისზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ ამრულა სალეჰის ოფისზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა.

ავღანური მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, სხეულის დაზიანება 50-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. აფეთქების შემდეგ, სალეჰის ოფისთან ინტენსიური სროლის ხმა ისმოდა. შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, დაშავდა თავად ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატიც.

ამრულა სალეჰი ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის კამპანიაში მონაწილეობს. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა სამი თავდამსხმელი მოკლეს. ექვსსაათიანი ოპერაციის დროს, 150-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ სამხედრო ორგანიზაციას არ აუღია.