პროკურორი - სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა ლაურა ღაჭავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ 500 000 ლარი გირაოს გამოყენებაზე
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს, 500 000 ლარის გამოყენების თაობაზე, – ამისშესახებ ლაურა ღაჭავას საქმის პროკურორმა, გიორგი გაგნიძემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პროკურორის თქმით, ბრალდებულმა არარსებული მანიპულაციების შედეგად შექმნა ყალბი აქტივი, რომელიც შემდეგ გამოყენებულ იქნა საბაჟო ოპერაციებში სხვადასხვა საქონლის იმპორტისა და ასევე მიმდინარე და დაკვირვებული საგადასახადო და საბიუჯეტო ვალდებულებების დაფარვის მიზნით
„სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს, 500 000 ლარის გამოყენების თაობაზე. ამასთან, ბრალდებულს აუკრძალა საგამოძიებო ორგანოს ნებართვისა და ინფორმირების გარეშე საქართველოს საზღვრის დატოვება.
რაც შეეხება ბრალდების არსს, ამ ეტაპზე, რაც გამოძიებით დადგენილია, შპს „ელჯი გრუპზე“ ბრალდებულმა არარსებული მანიპულაციების შედეგად შექმნა ყალბი აქტივი, რომელიც შემდეგ გამოყენებულ იქნა საბაჟო ოპერაციებში სხვადასხვა საქონლის იმპორტისა და ასევე მიმდინარე და დაკვირვებული საგადასახადო და საბიუჯეტო ვალდებულებების დაფარვის მიზნით. სხვა ინფორმაციას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ მოგცემთ”,- განაცხდა გაგნიძემ.
ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. ამასთან, სასამართლომ დამატებითი ღონისძიების სახით, ლაურა ღაჭავას აუკრძალა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.
ლაურა ღაჭავას სახელმწიფოსთვის 2 მილიონ ლარზე მეტი ზარალის მიყენებას ედავებიან.