დონალდ ტრამპი დათანხმდა 200 000 აშშ დოლარის გირაოს გადახდას ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე
დონალდ ტრამპი დათანხმდა 200 000 აშშ დოლარის გირაოს გადახდას ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე

„სიენენის“ ცნობით, დონალდ ტრამპი დათანხმდა 200 000 აშშ დოლარის ოდენობის გირაოს გადახდას ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე. აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ტრამპის ადვოკატები ფულტონის ოლქის პროკურატურაში მივიდნენ.

ამასთან, ყოფილ პრეზიდენტს ეკრძალება სოციალური მედიის გამოყენება, რათა ტრამპმა ვერ განახორციელოს ზეწოლა საქმეში მის 18 თანაბრალდებულზე, ასევე ნებისმიერ მოწმეზე ან 30 დაუსაბუთებელ თანამონაწილეზე.

ბრძანება ასევე უკრძალავს ტრამპს საქმის შესახებ „პირდაპირ ან არაპირდაპირ“ კომუნიკაციას მის რომელიმე თანაბრალდებულთან ან საქმის მოწმესთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტრამპის ადვოკატები იქნებიან ჩართულები.

ბრძანებას ხელს აწერენ ფულტონის ოლქის პროკურორი და დონალდ ტრამპის სამივე ადვოკატი.