პროკურორ ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების მიმართ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული
პროკურორ ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების მიმართ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
„მოეხსენებათ, სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრულად გაიზიარა. მტკიცებულებები აშკარა და დამაჯერებელი იყო, რის საფუძველზეც ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს ჯგუფური ძალადობის ნაწილში. ეს იყო სამართლიანი გადაწყვეტილება. თქვენ თავად ნახეთ, დაცვის მხარეს ჰქონდა დაუსაბუთებული განცხადებები, თავის მართლება იყო მხოლოდ და არ სურდათ ესმინათ, რაზე დაყრდნობით მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება. მიგვაჩნია მათი სააპელაციო საჩივრებიც არ იქნება დასაბუთებული“, – განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ სამ არასრულწლოვანს ხუთი წლითა და სამი თვით, ორ არასრულწლოვანს ექვსი წლითა და ცხრა თვით, კიდევ ერთს კი სამი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.