პროფკავშირების მონაცემებით, 2018 წელს სამუშაო ადგილებზე საწარმოო ტრავმების შედეგად 29 ადამიანი გარდაიცვალა, 24 კი მძიმედ დაშავდა
პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებით, 2018 წელს სამუშაო ადგილებზე საწარმოო ტრავმების შედეგად 29 ადამიანი გარდაიცვალა, 24 კი მძიმედ დაშავდა.
როგორც პროფკავშირების შრომის ინსპექტორი ნიკა კაკაშვილი აცხადებს, აქედან შახტებში გარდაცვლილია 11 ადამიანი, ხოლო 10 მძიმედ დაშავებულია.
„კარიერებზე გარდაიცვალა სამი ადამიანი, ხოლო მძიმედ დაშავდა ორი“, – აცხადებს კაკაშვილი.
მინდელის შახტში დღეს დილით ტრაგედია მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.