გერმანიაში ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლებმა გაფიცვის შესახებ განაცხადეს

23:29, 29.01.2024

გერმანიაში ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლებმა გაფიცვის შესახებ განაცხადეს, ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. პროფკავშირებში ამბობენ, რომ გერმანიის უმეტეს რეგიონში ავტობუსის, ტრამვაისა და მეტროს, სულ მცირე, 90 000 მძღოლი 2 თებერვალს გაიფიცება.

​„ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გერმანიის ყველა შტატში, გარდა ბავარიისა, პარასკევს გაიფიცებიან“, – განაცხადეს პროფკავშირებში.

პროფკავშირების მოთხოვნებს შორის არის ყოველკვირეული სამუშაო საათების შემცირება, ხანმოკლე ცვლა, დასვენების პერიოდის გახანგრძლივება, მეტი შვებულება ან დამატებითი დასვენების დღეები.

მსგავსი