გერმანიაში ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლებმა გაფიცვის შესახებ განაცხადეს
გერმანიაში ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლებმა გაფიცვის შესახებ განაცხადეს, ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. პროფკავშირებში ამბობენ, რომ გერმანიის უმეტეს რეგიონში ავტობუსის, ტრამვაისა და მეტროს, სულ მცირე, 90 000 მძღოლი 2 თებერვალს გაიფიცება.
„ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გერმანიის ყველა შტატში, გარდა ბავარიისა, პარასკევს გაიფიცებიან“, – განაცხადეს პროფკავშირებში.
პროფკავშირების მოთხოვნებს შორის არის ყოველკვირეული სამუშაო საათების შემცირება, ხანმოკლე ცვლა, დასვენების პერიოდის გახანგრძლივება, მეტი შვებულება ან დამატებითი დასვენების დღეები.