ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული პროექტი „გაიცანი საქართველო“ სამი წლისაა.
პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებმა საერთო ჯამში, 300 -ზე მეტი ადგილი მოინახულეს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩოგოვაძემ, სპეციალურად ამ დღისთვის გამართულ საზეიმო მიღებაზე, რომელიც სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა და რომელსაც ჟურნალისტები ესწრებოდნენ, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, პროექტის ძირითადი მიზანი საქართველოს ფარგლებს გარეთ ქვეყნის პოპულარიზაციაა.
„ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ზუსტად სამი წლის წინ დაიწყო პროექტი „გაიცანი საქართველო“. ჩვენი ქვეყანა არის ძალიან წარმატებული უცხოელი ტურისტების მოზიდვის კუთხით, იმ მიზნისთვის, რასაც ემსახურება „გაიცანი საქართველო“, რომ მეტმა ადამიანმა გაიცნოს და იმოგზაუროს საქართველოს მასშტაბით“, – განაცხადა ჩოგოვაძემ.