გიორგი ჩოგოვაძე „ატლასგლობალის“ წარმომადგენლებს შეხვდა
გიორგი ჩოგოვაძე „ატლასგლობალის“ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე „ატლასგლობალის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

გიორგი ჩოგოვაძემ და „ატლასგლობალის“ წარმომადგენლებმა კომპანიის საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

16 ივლისს, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, თურქული ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნდა. ავიაკომპანია თბილისი-სტამბოლი-თბილისის მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ ასრულებს, ხოლო ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან ფრენების ყოველდღიურად განხორციელება იგეგმება.

ატლასგლობალი“ თბილისიდან სტამბოლის გავლით ტრანზიტულ რეისებს ასევე, ლონდონის, დიუსელდორფის, ამსტერდამის, პარიზისა და ბელგრადის მიმართულებით ასრულებს. ქართულ ბაზარზე „ატლასგლობალის“ გაყიდვების ოფიციალური წარმომადგენელი „ეიპიჯი ჯორჯიაა“ (APG Georgia).

დღესვე, „ატლასგლობალი“ თბილისში არსებული სააგენტოებისთვის, ავიაციისა და ტურისტულ სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნების აღსანიშნავად საზეიმო მიღებას გამართავს. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვა ავიაკომპანია „ატლასგლობალის“ კომერციული დირექტორი ნევზატ არსანი.