პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს ვაჟი შეეძინათ
პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს ვაჟი შეეძინათ

პრინც უილიამსა და კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონს მესამე შვილი, ვაჟი შეეძინათ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ქეითი და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ.

ჰერცოგინია ლონდონში, წმ.მერის საავადმყოფოში იმყოფება. ახალშობილი და-ძმის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ტახტის რიგით მეხუთე პრეტენდენტია. კემბრიჯის ჰერცოგსა და მის მეუღლეს, კიდევ ორი შვილი ჰყავთ, 4 წლის პრინცი ჯორჯი და 2 წლის პრინცესა შარლოტა.

აღსანიშნავია, რომ კენსინგტონის სასახლემ, ქეით მიდლტონის ორსულობის შესახებ ცნობა ოქტომბერში გაავრცელა.