ქეით მიდლტონმა და ახლად დაბადებულმა პრინცმა სამშობიარო დატოვეს
ქეით მიდლტონმა და ახლად დაბადებულმა პრინცმა სამშობიარო დატოვეს

პრინც უილიამის მეუღლე ქეით მიდლტონი სამშობიაროდან გამოწერეს. ბრიტანეთის სამეფო ოჯახს კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა, რომელიც ტახტის რიგში მეხუთე იქნება.

უილიამისა და ქეითის მესამე შვილი სამი კილოგრამი და 800 გრამი დაიბადა. პრინცი წმინდა მარიამის სახელობის საავადმყოფოში მეუღლის მშობიარობას თავადაც ესწრებოდა. ამავე სამშობიაროში გაჩნდა წყვილის პირველი ორი შვილიც.

ქეით მიდლტონმა ბავშვის გაჩენიდან შვიდ საათში სამშობიარო წითელ კაბაში გამოწყობილმა დატოვა.

უილიამისა და ქეითის მესამე შვილი დედოფლის მეექვსე შვილთაშვილია.