პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ესკორტი 83 წლის ქალს დაეჯახა
პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ესკორტი 83 წლის ქალს დაეჯახა

კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ესკორტი 83 წლის ქალს დაეჯახა, რის შედეგადაც ის სააადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც „ბიბისი“ წერს, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ლონდონიდან უინძორში მიემართებოდნენ, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის ცნობით, მოხუც ქალს სამეფო წყვილის ესკორტში შემავალი პოლიციის მოტოციკლი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევაში ლონდონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რიჩმონდში მოხდა.

შემთხვევას სამართალდამცველები იძიებენ.

კენსინგტონის სასახლის მიერ გავრცელებული განცხადებით, კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგიანია მომხდარის გამო უკიდურესად შეშფოთებულები და დამწუხრებულები არიან. „სამეფო წყვილი ქალთან და მის ოჯახთან კონტაქტზე იმყოფება და მას საავადმყოფოში ყვავილები გაუგზავნა. დაშავებულის სახელი ირენია. მისი მდგომარეობა ამჟამად სერიოზული, თუმცა სტაბილურია“, – ნათქვამია კენსინგტონის სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი