პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა ვაჟს ლუის არტურ ჩარლზი დაარქვეს

14:58, 27.04.2018

პრინცმა უილიამმა და კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონმა მესამე შვილს ლუის არტურ ჩარლზი დაარქვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

წყვილს ვაჟი 23 აპრილს, ადგილობრივი დროით, 11:01 საათზე, წმინდა მერის საავადმყოფოში შეეძინათ.

ახალშობილი და-ძმის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ტახტის რიგით მეხუთე პრეტენდენტია.

კემბრიჯის ჰერცოგსა და მის მეუღლეს, კიდევ ორი შვილი ჰყავთ, 4 წლის პრინცი ჯორჯი და 2 წლის პრინცესა შარლოტა.

აღსანიშნავია, რომ კენსინგტონის სასახლემ, ქეით მიდლტონის ორსულობის შესახებ ცნობა ოქტომბერში გაავრცელა.

მსგავსი