დიდი ბრიტანეთის პრინცმა უილიამმა სამი კვირა დაზვერვაში იმუშავა
დიდი ბრიტანეთის პრინცმა უილიამმა სამი კვირა დაზვერვაში იმუშავა

გაერთიანებული სამეფოს პრინცი უილიამი სამი კვირა ბრიტანეთის სპეცსამსახურებში მუშაობდა. როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, კემბრიჯის ჰერცოგი დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო უწყებებში ისლამური ტერორისტული დაჯგუფებების ქსელების საქმიანობას აანალიზებდა და დიდი ბრიტანეთის წინაშე არსებულ სხვა გამოწვევებს გაეცნო. შესაბამისი ინფორმაცია კენსინგტონის სასახლემ დაადასტურა.

როგორც პრინცმა უილიამმა აღნიშნა, დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები რთულ და სახიფათო სამუშაოს ასრულებენ.

36 წლის უილიამი დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეთა რიგში მეორეა. 2009-2013 წლებში კემბრიჯის ჰერცოგი დიდი ბრიტანეთის შეაიარაღებულ ძალებში მსახურობდა.