პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიას ბრიტანეთის პრემიერი „კოვიდ-19“-ის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო არ დაესწრება
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიას არ დაესწრება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„დაუნინგ სთრითის ათში“ ამბობენ, რომ ამის მიზეზი „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებია. შეზღუდვების გამო დაკრძალვის ცერემონიას მხოლოდ 30 ადამიანი დაესწრება – პრინცის შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები და ოჯახის ახლო წევრები.
პრინც ფილიპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დიდ ბრიტანეთში გლოვა გამოცხადდა. ქვეყანაში სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში 9 აპრილს გარდაიცვალა. პრინც ფილიპეს 17 აპრილს დაკრძალავენ.