„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბორის ჯონსონი მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბორის ჯონსონი მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

მილოცვის თარგმანს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

„ძვირფასო მიშა, ამ შობას ვიხსენებთ თქვენს გამბედაობასა და თავისუფალი საქართველოს შენების ხედვას და გისურვებთ წარმატებას თქვენი ხალხის არაჩვეულებრივი წარმატების მომდევნო თავში. საქართველოს გაუმარჯოს“, – აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ბორის ჯონსონის მილოცვაში.