ბორის ჯონსონი - უკრაინას ჩვენგან მხოლოდ იარაღი სჭირდება, რათა საქმე დასრულდეს, არ მესმის, რატომ ვაჭიანურებთ? ვერ ვაფასებდით უკრაინელებს და ზედმეტად შევაფასეთ პუტინი, დღესაც იმავეს ვაკეთებთ
ბორის ჯონსონი - უკრაინას ჩვენგან მხოლოდ იარაღი სჭირდება, რათა საქმე დასრულდეს, არ მესმის, რატომ ვაჭიანურებთ? ვერ ვაფასებდით უკრაინელებს და ზედმეტად შევაფასეთ პუტინი, დღესაც იმავეს ვაკეთებთ

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის მთავრობას მოუწოდა, შეწყვიტოს ლოდინი და მეტი იარაღი გაგზავნოს უკრაინაში.

ყოფილი პრემიერის თქმით, ბრიტანეთმა უნდა დააჩქაროს კიევის სამხედრო მხარდაჭერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იარსებებს ვლადიმერ პუტინის პოტენციური გამარჯვების რისკი.

„ჩვენგან მხოლოდ ერთი რამ სჭირდებათ – იარაღი, რათა საქმე დასრულდეს და ამიტომ უბრალოდ არ მესმის, რატომ განვაგრძობთ დროის გაჭიანურებას? როგორ შევხედოთ ამ ხალხს თვალებში და ავუხსნათ, რატომ ვაჭიანურებთ? მთელი ამ ომის განმავლობაში ჩვენ ვერ ვაფასებდით უკრაინელებს და ზედმეტად შევაფასეთ პუტინი. დღესაც იმავეს ვაკეთებთ“, – აცხადებს ჯონსონი ბრიტანულ გამოცემა spectator-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

მან ასევე გააკრიტიკა აშშ კიევისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტების არმიწოდების გამო.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ მითხრა, რომ მას სჭირდება მხოლოდ 200 უფრო მოწინავე ბალისტიკური სისტემა, როგორიცაა ATACMS და აშშ-ს აქვს ათასობით ასეთი სისტემა მარაგში. რატომ ვაკავებთ მათ? სხვა რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდნენ ისინი, გარდა იმისა, რომ უკეთესად იქნებოდა დასავლეთის, მათ შორის შეერთებული შტატების გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტია?“, – დასძინა ბორის ჯონსონმა.