საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, სასტუმრო „ბილთმორში“ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდებიან.
ორგანიზატორების განცხადებით, შეხვედრას ეკონომიკური ბლოკის მინისტრები და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრებიან.
შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყება და დიალოგის ფორმატში წარიმართება.