პრემიერი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდება

08:16, 31.01.2018

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, სასტუმრო „ბილთმორში“ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდებიან.

ორგანიზატორების განცხადებით, შეხვედრას ეკონომიკური ბლოკის მინისტრები და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრებიან.

შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყება და დიალოგის ფორმატში წარიმართება.

მსგავსი