ბიზნეს ასოციაცია - კოვიდჯარიმების ჩამოწერა იყო დროული და იგი სრულად პასუხობს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს
ბიზნეს ასოციაცია - კოვიდჯარიმების ჩამოწერა იყო დროული და იგი სრულად პასუხობს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კოვიდჯარიმების ჩამოწერასთან დაკავშირებით იყო დროული და იგი სრულად პასუხობს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს.

მათივე თქმით, პანდემოის გამო, ყველა სექტორი დაზარალდა, შესაბამისად, ასოციაციაში ბიზნესის მხარდაჭერას დადებითად აფასებენ.

„კოვიდპანდემიით გამოწვეული სირთულეებისა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, დაზარალდა ეკონომიკის უკლებლივ ყველა სექტორი და ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ აისახა ჩვენს მოქალაქეებზე, მათ მსყიდველთუნარიანობაზე. შესაბამისად, მათი მხარდაჭერა და თანადგომა მნიშვნელოვან სოლიდარულ ნაბიჯად მიგვაჩნია. ასევე ზემოხსენებული ჯარიმების ჩამოწერა არ გულისხმობს მხოლოდ მოქალაქეების თანადგომას, არამედ ეს მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორისთვისაც, ვინაიდან 76 მილიონი ლარი არის ძალიან დიდი ფინანსური რესურსი და ამ ოდენობით გამოთავისუფლებული ფინანსური სახსრები პოზიტიურად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე. სწორედ ეს ადამიანები არიან იმ პროდუქტებისა და სერვისების მომხმარებლები, რომელსაც ბიზნესი ქმნის.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კოვიდპანდემიის მიმდინარეობისას ყოველთვის იყო ჩართული ბიზნესსექტორის მაქსიმალური მხარდაჭერის პროცესში, ვინაიდან აღნიშნული მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის და შესაბამისად, ქვეყნის მდგრადი, სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის.

ამასთან ყველას გვესმის, რომ მატერიალური ზარალი, რომელსაც დღეს ბიზნესი ითვლის, არის საკმაოდ მოცულობითი, რამაც განაპირობა კონკრეტული სექტორებისა და კომპანიების საქმიანობის შეჩერება, რიგ შემთხვევებში ოპერირების შეწყვეტა. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მზად, არის აქტიურად ჩაერთოს კანონპროექტის საპარლამენტო განხილვებში“, – განმარტავენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაციაში.