პოროშენკომ რადას „ანტიკორუფციული სასამართლოს“ შექმნისთვის ულტიმატუმი წაუყენა
პოროშენკომ რადას „ანტიკორუფციული სასამართლოს“ შექმნისთვის ულტიმატუმი წაუყენა. უკრიანის პრეზიდენტის თქმით, თუ მომავალი კვირის დასაწყისამდე უმაღლესი რადა ვერ შეძლებს ამ კუთხით წინსვლას, მაშინ ის თავად შეიტანს საკანონმდბელო ორგანოში ახალ კანონპროექტს. ამის შესახებ პოროშენკო Facebook-ზე წერს.
„ხვალ შესრულდება ზუტად ერთი თვე, რაც მე უმაღლეს რადას მივმართე და გამოვედი ინიციატივით, დაჩქარდეს უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს ჩამოყალიბების პროცესი“, – ნათქვამი აგნაცხადებაში.
მისივე თქმით, ახალ პროექტზე მუშაობა ჯერ მიმდინაროებს და ის უნდა შეთანმხდეს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან.
„თუ მომავალ კვირამდე შეთანხმება ვერ შედგება, მე დამოუკიდბელად წარვადგენ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივას“, – წერს პოროშენკო.
მან ასევე მოუწოდა რადას წევრებს, კანონის ძველი ვერსია დღის წესრიგიდან მოხსნან, რა რეკომენდაციითაც მანამდე ვენეციის კომისია გამოვიდა.
ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას უკრაინისგან აშშ და ევროკავშირი ითხოვენ.