პოლიციამ „თბილისი პრაიდის“ დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და მისი თანმხლები ორი პირი დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავება თბილისში, ბარ „საქსესთან“ მოხდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამი პირი ადმინისტრაციული წესით, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
„სამი პირია დაკავებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე , 173-ე მუხლების საფუძველზე“,- განაცხადეს შსს-ში.