პარლამენტთან დაპირისპირების დროს დაკავებულ პირებს ხელწერილის საფუძველზე ათავისუფლებენ
პარლამენტთან დაპირისპირების დროს დაკავებულ პირებს ხელწერილის საფუძველზე ათავისუფლებენ

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირების დროს დაკავებულ პირებს ხელწერილის საფუძველზე ათავისუფლებენ.

რამდენიმე მათგანმა შსს-ს შენობა უკვე დატოვა.

შსს-ს ცნობით, ოცივე პირი სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს.

როგორც გათავისუფლებული პირები აცხადებენ, პოლიციამ გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდა.

„გაგვათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. დაკავების საფუძველი, როგორც საპატრულო პოლიციიის თანამშრომლებმა განმიმარტეს, იყო, რომ მე არ დავემორჩილე პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. სინამდვილეში რაიმე სახით კანონიერი მოთხოვნა ან რაიმე გაფრთხილება, არ ყოფილა. პირდაპირ გასცეს ჩემი დაკავების ბრძანება. დაკავების შინაარსი რაც იყო, ყველასთვის ცნობილია. სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ვახორციელებდით ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას – გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც შეგვიზღუდეს სამართალდამცველებმა“, – განაცხადა ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულმა, ზაზა ციციშვილმა.

პარლამენტის შენობასთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის მხარდამჭერებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან განთავსებული კარვების წინა შესასვლელთან გადმოტანა დააპირეს. ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა მათ კარვები მოჰპარეს და მათ „ქურდბაცაცა კრიმინალები“ უწოდა.

შსს-ს ცნობით, ოცი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზეა დააკავეს, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.