ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მოპედის მართვისთვის ჯარიმის ოდენობა გაიზრდება
ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მოპედის მართვისთვის ჯარიმის ოდენობა გაიზრდება

მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ცვლილება შევა ლევან იოსელიანის და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა.

კანონპროექტის პირველად ვერსიაში, აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული იყო 300-ლარიანი ჯარიმა.

კანონპროექტის თანახმად, მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში – გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 600 ლარისა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.