„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს

ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ პირადი სარგებლობისთვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავების წესის დარღვევა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

შესაბამისი ცვლილებები „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შედის, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხება.

ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას – ათასიდან სამი ათას ლარამდე, ხოლო იგივე ქმედება, თუ ჩადენილი იქნება განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას – სამი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს შეადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები ან ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.

ცვლილებების ავტორები დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ალექსანდრე ტაბატაძე, ნინო იობაშვილი, ალუდა ღუდუშაური და გურამ მაჭარაშვილი არიან.