პოეზიის მსოფლიო აკადემიამ აღმოსავლეთ ევროპაში „პოეზიის პლანეტის” კორესპონდენტად დავით მაღრაძე დაასახელა
პოეზიის მსოფლიო აკადემიამ, მასთან არსებული პერიოდული გამოცემის „პოეზიის პლანეტის” კორესპონდენტად აღმოსავლეთ ევროპაში ქართველი პოეტი დავით მაღრაძე დაასახელა.
აკადემიის პერიოდულ გამოცემასთან „პოეზიის პლანეტა” თანამშრომლობა დავით მაღრაძის ინგლისურენოვანი ლექსებისა და სტატიით – „პოეზიის დანიშნულება და მდგომარეობა დღეს აღმოსავლეთ ევროპაში“ გამოქვეყნებით დაიწყება.
პოეზიის მსოფლიო აკადემია მეოცე საუკუნეში ცნობილმა პოეტებმა, მათ შორის მარიო ლუციმ და ანდრეი ვოზნესენსკიმ დააფუძნეს. დღეს აკადემიას ნადირ აზიზი ხელმძღვანელობს.
„ჟურნალთან თანამშრომლობა ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, საქმიანი თანამშრომლობის დასაწყებად, აკადემიამ პირველ რიგში ერთი საინტერესო სტატიის მომზადება მთხოვა” – განუცხადა საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტს დავით მაღრაძემ.
პოეზიის მსოფლიო აკადემიის წევრი დავით მაღრაძე 2013 წელს გახდა.