პოეტ დავით მაღრაძეს Atelier-ის მთავარი პრიზი, „თანამედროვე პოეზია“ მიენიჭა
პოეტ დავით მაღრაძეს ჟურნალ Atelier-ის მთავარი პრიზი, „თანამედროვე პოეზია“ მიენიჭა.
Atelier-ის მთავარი პრიზი – „ჩვენი დროის პოეზიისთვის“ პოეტ დავით მაღრაძეს გუშინ, 28 მაისს, მილანის რეგიონის ქალაქ ბორგომანეროში გადაეცა.
ავტორთან ერთად ლექსები წაიკითხა თეატრისა და კინოს არტისტმა ჯულიო გრეკომ. ინგლისური თარგმანი ეკუთვნის გაბრიელ გრიფინს, იტალიური კი ნუნუ გელაძეს.