პლეადები — ღამის ცის ერთ-ერთი მშვენება ირაკლი გედენიძის ასტროობიექტივში
პლეადები ღამის ცის ერთ-ერთი მშვენებაა. შეჯგუფებულ ვარსკვლავთა პატარა, მოგრძო გროვა, რომელიც ღამის განმავლობაში ცაზე თვალშისაცემად იცვლის ადგილმდებარეობას, ერთხელ მაინც ყველას ექნება შემჩნეული.
პლეადები, შვიდი და ან მესიე 45 ღია ვარსკვლავთგროვაა, შეიცავს შუახნის ვარსკვლავებს და მდებარეობს კუროს თანავარსკვლავედის მიმართულებით. წარმოადგენს დედამიწასთან ერთ-ერთ ყველაზე ახლომდებარე ვარსკვლავთგროვას, რომელიც ღამის ცაზე შეუიარაღებელი თვალითაც შესანიშნავად ჩანს.
გროვა შედგება ცხელი, ცისფერი კაშკაშა ვარსკვლავებისგან (B კლასი), რომლებიც ბოლო 100 წლის განმავლობაში დაიბადნენ. როგორც კომპიუტერული სიმულაციები მიუთითებს, პლეადები ორიონის მსგავსი ნისლეულისგან გაჩნდა. ასტრონომთა აზრით, ეს ვარსკვლავთგროვა კიდევ 250 მილიონი წლის განმავლობაში იარსებებს, შემდეგ კი დაიშლება გალაქტიკურ მეზობლებთან გრავიტაციული ურთიერთქმედების გამო.
საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ ეს შთამბეჭდავი ვარსკვლავთგროვა კოჯრიდან გადაიღო.
შეგახსენებთ, რომ 1tv.ge-ზე ახალი რუბრიკა დაიწყო, რომელიც თვეში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ ირაკლი გედენიძის ასტროფოტოებს.