დღეს, პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში, პლაჟის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონთა თასის კენჭისყრა გაიმართა.
ბოლო ოთხი წელია, გათამაშებაში მონაწილეა საქართველოს უცვლელი ჩემპიონი ბათუმის “დინამო”, რომელიც გათამაშებაში პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზეა დაშვებული.
წილისყრაზე ცნობილი გახდა, რომ ჯგუფურ ეტაპზე ბათუმელებს დაუპირისპირდებიან იტალიური “სამბენედეტეზე” და გერმანული “როსტოკენ რობენი”.
საქართველოს საპლაჟო ფეხბურთში ჩემპიონთა თასზე მეორე წარმომადგენელიც ჰყავს და ისიც ბათუმის გუნდია – საზღვაო აკადემიის გუნდი გათამაშებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება, მისი მეტოქეები კი იტალიური “ვიარეჯო“, ბერძნული “ნაპოლ პარტონი” და პორტუგალიური “ოლივარ ბასტო” არიან.
გადამწყვეტი შეხვედრები 25 მაისიდან 3 ივნისამდე პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში გაიმართება.