60 წლის წინ, „რეალმა“ ჩემპიონთა თასის ყველაზე უხვგოლიანი ფინალი მოიგო (ვიდეო)

ზუსტად 60 წლის წინ, 1960 წლის 13 მაისს, ჩემპიონთა თასისა და ლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ფინალი გაიმართა. გლაზგოში მადრიდის „რეალმა“ „აინტრახტი“ 7:3 დაამარცხა და მეხუთედ გახდა ევროპის საუკეთესო გუნდი.

„აინტრახტს“ ვერ უშველა იმან, რომ „რეალმა“ იმ მატჩში პირველმა გაუშვა. ალფრედო დი სტეფანომ და ფერენც პუშკაშმა გაანადგურეს გერმანული გუნდი. დი სტეფანომ ჰეთ-თრიკი შეასრულა, პუშკაშის ანგარიშზე პოკერი იყო. „რეალი“ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა თასი მეხუთედ მოიგო და ეს პრიზი სამუდამო მფლობელობაში გადაეცა.

„აინტრახტის“ დამარცხების შემდეგ, „რეალმა“ პაუზა აიღო და მორიგი გამარჯვება ჩემპიონთა თასზე ექვსი წლის შემდეგ მოიპოვა, სულ კი ეს ტურნირი „სამეფო კლუბს“ 13-ჯერ აქვს მოგებული, რაც აბსოლუტური რეკორდია.