პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ყველა კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა და საავადმყოფო პირველი ივლისიდან მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ყველა კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა და საავადმყოფო პირველი ივლისიდან მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფო პირველი ივლისიდან მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.

ლევან რატიანის თქმით, უკვე ერთი კვირაა, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა. მისი განმარტებით, თვის ბოლომდე საავადმყოფო მუშაობას განაგრძობს, როგორც კოვიდ კლინიკა. მისივე თქმით, რადგანაც ქვეყანაში ამის საჭიროება აღარ არის, ჩვეულ სამუშაო რეჟიმზე დაბრუნებას უკვე მომდევნო თვიდან აპირებენ.