ლევან რატიანი - დედა მალე გამეშვას შვილებთან გამოჯანმრთელებული, ეს ომი უპირობოდ უნდა მოვიგოთ
ლევან რატიანი - დედა მალე გამეშვას შვილებთან გამოჯანმრთელებული, ეს ომი უპირობოდ უნდა მოვიგოთ

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ 27 წლის ექთანთან დაკავშირებით კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

„ღმერთო ეს შეგვაძლებინე…. დედის დილა მშვილობისა, დედის ალერსი და დედის სითბო ეს ყველაფერია ცხოვრებაში…..დედა ის არსება, რომლის უმისიდ მე პირადად ცხოვრება ვერ წარმომიდგენია ამ ასაკშიც…. დედა პირველრიგში ჩვენი პაციენტი…. დედა რომელსაც ორი შვილი ელოდება სადღაც სახლში… სადღაც კუთხეში დგანან და ლოცულობენ დედა გადაგვირჩეს…. რომ გავიგე ერთი მესამე კლასშია, მეორე პირველში გული გამიჩერდა….. დედა უნდა გადარჩეს!!!! ეს უპირობა….. მშვიდობა დაგვბულებოდეს და ეს დედა კი მალე გამეშვას მის შვილებთან გამოჯანმრთელებული…. ღმერთო ეს შეგვაძლებინე…. ეს ომი უპირობოდ უნდა მოვიგოთ!“- წერს ლევან რატიანი.

ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი გუშინ დაუფიქსირდა. ექთანი გუშინვე  გადმოიყვანეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, რომელსაც ლევან რატიანი ხელმძღვანელობს.

ღმერთო ეს შეგვაძლებინე…. დედის დილა მშვილობისა, დედის ალერსი და დედის სითბო ეს ყველაფერია ცხოვრებაში…..დედა ის…

Posted by Levani Ratiani on ხუთშაბათი, 18 მარტი, 2021