ლევან რატიანი აცხადებს, რომ 27 წლის ექთანს პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა უტარდება, თუმცა დადებითი ეფექტი არ შეინიშნება
ლევან რატიანი აცხადებს, რომ 27 წლის ექთანს პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა უტარდება, თუმცა დადებითი ეფექტი არ შეინიშნება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი აცხადებს, რომ ახალციხიდან გადმოყვანილ 27 წლის ექთანს პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა უტარდება, თუმცა დადებითი ეფექტი არ შეინიშნება.

მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულია.

„პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. აღნიშნული მდგომარეობა გამოწვეულია სავარაუდოდ, როგორც ანამნეზიდან ირკვევა, ანაფილაქსიური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მდგომარეობა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია. ნებისმიერ დროს შესაძლებელია, ჩვენდა სამწუხაროდ, დასრულდეს კვლავ გულის გაჩერებით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი გუშინ დაუფიქსირდა. ექთანი გუშინვე გადმოიყვანეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, რომელსაც ლევან რატიანი ხელმძღვანელობს.