ლევან რატიანი ქუთაისში კლინიკა „ლჯ და კომპანიის“  სამედიცინო პერსონალს შეხვდა
ლევან რატიანი ქუთაისში კლინიკა „ლჯ და კომპანიის“ სამედიცინო პერსონალს შეხვდა

იმერეთის რეგიონში ჯანდაცვის მინისტრის საზოგადოებისთვის ცნობილ ექიმებთან ერთად ვიზიტის ფარგლებში,
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ქუთაისში კლინიკა „ლჯ და კომპანიის“  სამედიცინო პერსონალს შეხვდა.

რეანიმატოლოგმა კლინიკა დაათვალიერა, კოვიდპაციენტების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და კოლეგებთან ერთად კორონავირუსის მძიმე შემთხვევები განიხილა.

ექიმებმა პანდემიის პერიოდში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვაქცინაციის პროცესის პოპულარიზაციისა და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის საკითხს.

კლინიკა „ლჯ და კომპანია“ „კოვიდ-19“-ის მართვის პროცესში ამ დრომდე აქტიურად არის ჩართული.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი