პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 77 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ცხრა რეანიმაციულ განყოფილებაშია
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 77 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ცხრა რეანიმაციულ განყოფილებაშია

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 77 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, ინფიცირებულთაგან ცხრა რენიმაციულ განყოფილებაშია.

„ამ ეტაპზე გვყავს 93 პაციენტი, მათ შორის 77 არის ინფიცირებული. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია ცხრა პაციენტი, სხვები დანარჩენ განყოფილებაში არიან გადანაწილებული. ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში კლინიკურად უცვლელია“, – აღნიშნა რატიანმა.

საქართველოში ამ დროის მონაცემებით ახალი კორონავირუსის 306 შემთხვევა არის დაფიქსირებული, მათგან 69 პაციენტი გამოჯანმრთელდა.