მედიკოსების შეფასებით, პარაპლანის დაშავებული ინსტრუქტორის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მისი მდგომარეობა სტაბილურია
მედიკოსების შეფასებით, პარაპლანის დაშავებული ინსტრუქტორის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მისი მდგომარეობა სტაბილურია

გუდაურში ტრაგედიის დროს პარაპლანის დაშავებული ინსტრუქტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებული პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი.

მედიკოსების შეფასებით, კვლევებისა და ქირურგიული ჩარევის შედეგად, პარაპლანის ინსტრუქტორის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა, პაციენტს კლინიკაში შეყვანისას ჰქონდა მრავლობითი, ძლიერი დაჟეჟილობები მთელი სხეულის არეში, ასევე თავის ტვინის შერყევა.

„ჩაუტარდა მაღალტექნოლოგიური კვლევა და ყველა საჭირო ქირურგიული ღონისძიება. ამჟამად წევს ქირურგიულ განყოფილებაში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

შსს-ის ინფორმაციით, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი. ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ: მაშ­ვე­ლე­ბი – კახა ტორ­ჩი­ნა­ვა და გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნიმფრი­ნა­ვე­ბი – ანდრო ქუჯოშვილილე­ვან ჩო­ხე­ლი, ზაზა ლო­რია, დიმა ქა­ა­ძეექი­მები – ქეთი გუ­ლა­გაშ­ვი­ლი და გიორგი ვენეც­კი.

ასევე დაიღუპა უცხოელი ტურისტიც, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. ამასთან, პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ინსტრუქტორი კლინიკაში გადაიყვანეს.

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.