პეტრო პოროშენკო - საშიში პროვოკაციაა, როდესაც პუტინი არჩევნების წინ სპეციალურად ჩადის ოკუპირებულ ტერიტორიაზე
პეტრო პოროშენკო - საშიში პროვოკაციაა, როდესაც პუტინი არჩევნების წინ სპეციალურად ჩადის ოკუპირებულ ტერიტორიაზე

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ანექსირებულ ყირიმში ჩასვლა პროვოკაციაა.

„საშიში პროვოკაციაა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი არჩევნების წინ სპეციალურად ჩადის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მთელი მსოფლიოს ერთიანი პოზიცია ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე რუსეთის არჩევნების არაღიარების შესახებ“, – აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.

ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ავსტრიის პირველ პირთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან შეხვედრის დროს გააკეთა. თავის მხრივ, ავსტრიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნები კანონიერად არ შეიძლება ჩაითვალოს.