პეტრო პოროშენკო - მსგავსი მწვავე კონკურენცია ჩვენი ქვეყნის არც ერთ საპრეზიდენტო არჩევნებზე არ ყოფილა
2019 წლის მსგავსი მწვავე კონკურენცია ჩვენი ქვეყნის არც ერთ საპრეზიდენტო არჩევნებზე არ ყოფილა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.
პეტრო პოროშენკოს თქმით, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები უკრაინის ევროპულობისა და უკრაინის ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან შესაბამისობის ტესტია და ეს გამოცდა უკრაინამ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებით წარმატებით ჩააბარა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა საკუთარ ევროპულობას 21 აპრილს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კიდევ ერთხელ დაადასტურებს.
ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ვლადიმირ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შორის გაიმართება.