პეტრო პოროშენკო ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ "შავ სიას" მიესალმება
პეტრო პოროშენკო ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ "შავ სიას" მიესალმება

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიესალმება ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ შავ სიას და მოუწოდებს ევროპელ ლიდერებს მიბაძონ ამერიკის მაგალითს, შეადგინონ „კრემლის ანგარიშის” მსგავსი დოკუმენტი.

„სანქციები რჩება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ბერკეტად. ეს ასე იქნება, ვიდრე კრემლი ბოლოს და ბოლოს არ მიხვდება საერთაშორისო სამართლის პატივისცემის მნიშვნელობას. უარს იტყვის მეზობელი ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევაზე და მანამდე ვიდრე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის არ აღდგება”, –  განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების „შავი სია“ დღეს გამოაქვეყნა. ნუსხაში ის პირებია ჩამოთვლილი, რომელთა წინააღმდეგაც, შესაძლოა, სანქციები დაწესდეს. სიაში სულ 210 პირია, მათ შორის 114 რუსი პოლიტიკოსი და 96 ბიზნესმენი მოხვდა.