მედვედევი, ლავროვი, შოიგუ - ვინ მოხვდა აშშ-ის "შავ სიაში"
მედვედევი, ლავროვი, შოიგუ - ვინ მოხვდა აშშ-ის "შავ სიაში"

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების „შავი სია“ გამოაქვეყნა. ნუსხაში ის პირებია ჩამოთვლილი, რომელთა წინააღმდეგაც, შესაძლოა, სანქციები დაწესდეს. სიაში სულ 210 პირია, მათ შორის 114 რუსი პოლიტიკოსი და 96 ბიზნესმენი მოხვდა.

ვინ მოხვდა აშშ-ის „შავ სიაში:

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან: რუსეთის პრეზიდნეტის ადმინისტრაციის უფროსი – ანტონ ვაინო, პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი, პრეზიდენტის თანაშემწეები ვლადისლავ სურკოვი და იური უშაკოვი – სულ ადმინისტრაციის 43 წევრი.

რუსეთის მინისტრთა კაბინეტიდან – პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი, პირველი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი, ვიცე-პრემიერები: ალექსანდრ ხლოპნინი, ვიტალი მუტკო, სერგეი პრიხოდკო, არკადი დვორკოვიჩი, ოლგა გოლოდეცი, დიმიტრი კოზაკი, დიმიტრი როგოზინი. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი; თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ; სოფლის მეურნეობის მინისტრი ალექსანდრ ტკაჩოვი; საგანგებო სიტუაციების მინისტრი ვლადიმერ პუშკოვი; კომუნიკაციებისა და მასმედიის მინისტრი ნიკოლაი ნიკიფოროვი; კულტურის მინისტრი ვლადიმერ მედინსკი; ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ ორეშკინი; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ოლგა ვასილიევა; ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი; ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი; ჯანდაცვის მინისტრი ვერონიკა სკვორცოვა; მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი დენის მანტუროვი; შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი; იუსტიციის მინისტრი ალექსანდრ კონოვალოვი; მინისტრი ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში ლევ კუზნეცოვი; სპორტის მინისტრი პაველ კოლობკოვი; ტრანსპორტის მინისტრი მაქსიმ სოკოლოვი.

სულ სიაში რუსეთის მინისტრთა კაბინეტის 74 წევრია.

სხვა პოლიტიკოსები: ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო, საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი, უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი და მისი მოადგილე რაშიდ ნურგალიევი, მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, გენერალური პროკურორი იური ჩაიკა, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბორტნიკოვი და სხვა პირები.

სახელწმიფო კომპანიების ხელმძღვანელები: „გაზპრომის“ აღამსრულებელი დირექტორი ალექსეი მილერი, „როსნეფტის“ აღამსრულებელი დირექტორი იგორ სეჩინი, „სბერბანკის“ აღამსრულებელი დირექტორი გერმან გრეფი, VTB-ის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ანდრეი კოსტინი, ასევე „როსტეკის“, „ინტერ რაოს“, „ტრანსნეფტის“, „გაზპრომბანკის“, „ბაშნეფტის“, „აეროფლოტის“, „როსჰიდროს“ და სხვა კომპანიების ხელმძღვანელები.

ოლიგარქების სიაში მოხვდნენ: რომან აბრამოვიჩი, ელენა ბატურინა, ოლეგ დერიპასკა, წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი ალექსანდრ ჯაფარიძე, ევგენი კასპერსკი, სულეიმან კერიმოვი, იური კოვალჩუკი, ზიავუდინ მაგომედოვი, იგორ მაკაროვი, ალექსანდრ პონომარენკო, მიხიალ პროხოროვი, არკადი და ბორის როტენბერგები, გენადი ტიმჩენკო, ალიშერ უსმანოვი – სულ 96 პირი.
აღსანიშნავია, რომ ყველა ეს პირი დაკავშირებულია აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმესთან, თუმცა მათ წინააღმდეგ ჯერ არანაირი შეზღუდვები ძალაში არ შედის.
“კრემლის ანგარიში” აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ კონგრესს წარუდგინა.

“შავი სიის” სრული შემადგენლობა.