ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და „შავ სიაში“ 14 რუსული სახელმწიფო კომპანია შეიყვანა
ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და „შავ სიაში“ 14 რუსული სახელმწიფო კომპანია შეიყვანა

ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და „შავ სიაში“ 14 რუსული სახელმწიფო კომპანია შეიყვანა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარის პეინის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სანქცირებული კომპანიებს შორის არიან ავტომწარმოებელი „კამაზი“, ასევე გემთმშენებელი კომპანიები „სევმაში“ და „გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაცია“.

შეზღუდვები ასევე დაუწესდა ელექტრომწარმოებელ კომპანიას „როსელექტრონიკს“, რომელიც რუსული ელექტრონიკის კომპონენტების დაახლოებით 80%-ს აწარმოებს, ასევე რუსეთის რკინიგზას.

ამგვარად, ავსტრალიას „შავ სიაში“ შეყვანილი ჰყავს 600-მდე იურიდიული და ფიზიკური პირი, მათ შორის რუსეთის საბანკო სექტორის ძირითადი ნაწილი.