პეტრო პოროშენკო ადასტურებს, რომ ნატო-ს სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ადასტურებს, რომ ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა და ესაუბრა.
„ვისაუბრეთ პრეზიდენტ ტრამპის ჰელსინკიში დაგეგმილ ვიზიტზე. განვიხილეთ პროექტი „ ჩრდილოეთის ნაკადი 2“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
პოროშენკოს თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ერთად უკრაინის რეფორმებიც განიხილა.