პეტრო პოროშენკო ადასტურებს, რომ ნატო-ს სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდა
პეტრო პოროშენკო ადასტურებს, რომ ნატო-ს სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი  პეტრო პოროშენკო ადასტურებს, რომ ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა და ესაუბრა.

„ვისაუბრეთ პრეზიდენტ ტრამპის ჰელსინკიში დაგეგმილ ვიზიტზე. განვიხილეთ პროექტი „ ჩრდილოეთის ნაკადი 2“,-  განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

პოროშენკოს თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ერთად უკრაინის რეფორმებიც განიხილა.