პეტრე ცაავა - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არასამართლიანი პატრიარქისა და საპატრიარქოს ხელშია
პეტრე ცაავა - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არასამართლიანი პატრიარქისა და საპატრიარქოს ხელშია

მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოში ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავაც დაესწრო.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პეტრე ცაავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, საპატრიარქოს უნდა მიემართა სასამართლოსთვის, რათა მომხდარიყო გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადება.

„საპატრიარქოში ვამბობდი, რომ ერთი წერილით ეშუამდგომლა პრეზიდენტისათვის, ასევე პირველი ნოემბრიდანვე შეეძლო გულწრფელი პატრიარქისა და საპატრიარქოს შემთხვევაში მიემართათ იუსტიციის სამინისტროსა და სასამართლოსათვის მამა გიორგის სამკურნალოდ საპყრობილიდან გამოსაყვანად, რაც არ გვაქვს. აქედან გამომდინარე ცხადია, თუ რამდენად არასამართლიანი და ცრუ პატრიარქისა და საპატრიარქოს ხელშია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც გიორგი მამალაძე გადაადგილებაზე უარს საკუთარი სურვილით აცხადებს, პეტრე ცაავა აცხადებს, რომ არ ენდობა.

პენიტენციური დაწესებულების დასკვნას არ ვენდობით. ჩვენ ვიცით, რას ამბობენ ალტერნატიული ექსპერტიზები, ამიტომ ეს არის ჩემთვის უსინდისო და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება პენიტენციური დაწესებულების მხრიდან. დანარჩენი მოსამართლის ღირსების, თავისუფლებისა თუ მონობის, ღვთის მიღებისა თუ უღვთობის, ცოდვა-მადლის საკითხი გაირკვევა, როდესაც ჩატარდება საპყრობილეში სასამართლო და მივენდოთ უფალს“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

სასამართლომ დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადების საკითხზე იმსჯელა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა ნომერ 18-ე მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 5 მარტს ჩატარდება.