პენსილვანიაში მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა
პენსილვანიაში მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა.
ცეცხლი ამ დროისთვის დაუდგენელი მიზეზის გამო, საღამოს საათებში გაჩნდა და რამდენიმე შენობაზე სწრაფად გავრცელდა.
ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო ეკიპაჟებმა შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.