დონალდ ტრამპი - იორკის ოლქმა მიიღო ათასობით პოტენციურად თაღლითური ამომრჩევლის რეგისტრაციის ფორმა, რა ხდება პენსილვანიაში? სასწრაფოდ უნდა გააკეთონ თავიანთი საქმე სამართალდამცველებმა
პენსილვანიის შტატის იორკის ოლქმა მიიღო ათასობით პოტენციურად თაღლითური ამომრჩევლის რეგისტრაციის ფორმა, ლანკასტერის ოლქში აღმოჩნდა 2 600 ყალბი ბიულეტენი და ფორმა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, სამართალდამცველებმა სასწრაფოდ უნდა იმოქმედონ.
„პენსილვანიის შტატში, იორკის ოლქმა მიიღო ათასობით პოტენციურად თაღლითური ამომრჩევლის რეგისტრაციის ფორმა და ფოსტით ხმის მიცემის ბიულეტენი მესამე მხარის ჯგუფისგან. ამას ემატება ლანკასტერის ოლქი, სადაც აღმოჩნდა 2 600 ყალბი ბიულეტენი და ფორმა, რომლებიც ერთი და იმავე პირის მიერ იყო დაწერილი. რა ხდება პენსილვანიაში? სამართალდამცველებმა სასწრაფოდ უნდა გააკეთონ თავიანთი საქმე“, – წერს დონალდ ტრამპი.